Progressive Method of Taxing on Income / საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პროგრესული მეთოდი

Ekaterine Shubitidze

Abstract


Progressive method of taxing personal income is one of the most eff ecti ve ways of distributi ng fi nancial resources among taxpayers. This arti cle aims to emphesize the advantage of progressive taxati on compared to proporti onal method. Though, herewith we highlight the risks to be considered when aquiring the progressive taxati on method.
The essey suggests to discuss alternati ve principles to justi fy Personal Income Tax, which have been formulated recently and tend to aquire rising att enti on among analysts and tax law schollars.
The essey aims to measure progressive method of personal income taxati on in legal perspecti ve, by setti ng aside economic factors. Doing so, we may doubt the essey will fail to refl ect the objecti ve reality, sti ll it off ers alternati ve legal point of view and strengthens groud for legal dispute within tax law as interdisciplinary study.
Facts and reasoning lead to following statements: Taking into account the inequality measures in Georgia, given the GINI coeffi cient, resourse redistributi on is by all means the task of leading priority, to achieve diminishing social inequality and to guarantee equal opportuniti es for self-realizati on and promoti on of democracy, etc. It is important to comprehand that the choice preferring progressive taxati on is neccessary and eff ecti ve in the very circumstances we live through. The fact that European Countries intensively discuss transiti on to fl at tax system does not neccessarily require us to follow without objecti ons. Though the tendency implies that the inequality measures in European countries are already fi xed results achieved among others with the very method of taxati on in eff ect ti ll now.

ფიზიკურ პირთა შემოსავლის მიმართ დაბეგვრის პროგრესული მეთოდის გამოყენება რესურსების გადანაწილების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ნაშრომი მიზნად ისახავს დაბეგვრის ამ მეთოდის უპირატესობის წარმოჩენას საქართველოში მოქმედი პროპორციული მეთოდის წინაშე. თუმცა, აქვე ხაზგასმულია პროგრესულ მეთოდზე ტრანსფორმირების შემთხვევაში მოსალოდნელი რისკები.
ნაშრომი გვთავაზობს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საბაზისო პრინციპების ალტერნატიულ შეფასებას.
ნაშრომი მიზნად ისახავს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პროგრესული განაკვეთის უპირატესობების სამართლებრივ შეფასებას, ეკონომიკური ფაქტორების უკანა პლანზე დახევით, რაც შესაძლოა ვერ ქმნიდეს სრულყოფილ ობიექტურ სურათს, მაგრამ იძლევა ალტერნატიული (სამართლებრივი) ხედვის შესაძლებლობას და ამზადებს ნიადაგს საგადასახადო სამართალში, როგორც
დარგთაშორის სფეროში დისკუსიის წარმართვისათვის.
გადასახადის გადამხდელთა შორის საქართველოში არსებული უთანასწორობის მაჩვენებლის გათვალისწინებით, რაც ჯინის კოეფიციენტით დგინდება, რესურსების გადანაწილება უთუოდ პრიორიტეტული ამოცანაა, რათა შემცირდეს სოციალური უთანასწორობა და შეიქმნას თვითრეალიზაციის თანაბარი პირობები, დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა
და ა.შ.
მნიშვნელოვანია სწორედ იმის გააზრება, რომ პროგრესული დაბეგვრის საჭიროება კონკრეტულად დღესდღეობით არსებულ პირობებშია ეფექტური, ოპტიმალური. ევროპულ ქვეყნებში უკანასკნელი წლების მანძილზე გამოკვეთილი, პროპორციულ დაბეგვრაზე ტრანსფორმირების ტნდენცია არ უნდა შეფასდეს შემთხვევითობად და მით უფრო ბრმად გასაზიარებელ მაგალითად. ევროპულ ქვეყნებში არსებული უთანასწორობის მაჩვენებელი უკვე ფიქსირებული, მიღწეული შედეგია, რაშიც
არც თუ მცირე წვლილი დაბეგვრის დღემდე მოქმედ მეთოდსაც შეიძლება მივაკუთნოთ.


Full Text:

PDF

Refbacks

  • There are currently no refbacks.


Copyright (c) 2019 Ekaterine Shubitidze

Creative Commons License
This work is licensed under a Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 International License.

© 2019. All Rights Reserved / ყველა უფლება დაცულია.