Giorgi Zhordania - Researcher of Georgian Law / გიორგი ჟორდანია - ქართული ხალხური სამართლის მკვლევარი

Davit Jalabadze

Abstract


The work “Giorgi Zhordania - Georgian Folk Law Researcher” intends to introduce to the interested
researchers and a wide audience of readers the great services rendered by Giorgi Zhordania
(1888-1956) – the son of famous Georgian historian Tedo Zhordania - to the study of Georgian law
history, in parti cular the fork (customary) law.
The work focuses on the rich ethnographic material obtained by G.Zhordania as a result of
fi eld visits to the regions of Georgia, in parti cular, to the villages of Kartli and the scienti fi c heritage,
which sti ll awaits proper att enti on of researchers interested in the history of law.
The materials, developed by G.Zhordania with the acti ve parti cipati on by the Imperial Society
of Devotees of Natural Science, Anthropology and Ethnography on the one hand and by his personal
acti ve parti cipati on on the other hand under the auspices of the “Ilia Chavchavadze Circle of Devotees
of Georgian Culture” founded by Georgian students of Moscow University are devoted specifi -
cally to the Georgian customary (traditi onal) law issues.
The research developed by G.Zhordania as a result of the ethnographic and collecti ng expediti
on, his public lectures or presentati ons, important part of which is preserved in the state historical
archives of Georgia are the most signifi cant primary sources for Georgian science researches and
comparati ve law which shall make its important contributi on to the legal studies.
From this point of view it is very interesti ng the acti vity of the “Society of Devotees of Georgian
Culture” founded in 1912 under the guidance of Giorgi Zhordania. this Society has contributed
number of unique researches to the treasure of the history of Georgia, including the themati c studies
by G.Zhordania “Marriage in Samegrelo”, “Blood Feud (Vendett a) and Adjudicati on in Svaneti ”,
“People and Customs and Traditi ons”, also “Some Customs and Traditi ons in Qiziki-Kakheti ” by P.Kiziria
(speaker: Niko Natadze), “Criminal Legislati on in Georgia According to the “Code of Laws” by
Vakhtang VI, the King” etc.
It is noteworthy that the statutory objectives of the Society was a comprehensive study of not
only individual sectors, but Georgian culture in general (namely: language, literature, civil society,
law, ethnography) and its introducti on to Russian public; the menti oned - to some extent - went
beyond the narrow scienti fi c scope and promoted the popularizati on of the richest culture of our
country.
The merit of our country’s similar contributors respecti ng culture and history is also sati sfactory
to their care for unique folk-legal insti tuti ons that have survived from the disappearance and
oblivion during the passage of the fl ow of life; these insti tuti ons rescued by the above menti oned contributors render invaluable service not only to the history of Georgia but to the relevant promoti on and advocating
the role of Georgian law among the primary sources of world countries` legal systems comparati ve-legal
researches and fi nding the deserved place in the world scienti fi c circulati on.

ნაშრომი _ გიორგი ჟორდანია _ ქართული ხალხური სამართლის მკვლევარი, - მიზნად ისახავს
დაინტერესებულ მკვლევართ და ფართო მკითხველს გააცნოს ცნობილი ქართველი ისტორიკოსის
_ თედო ჟორდანიას შვილის, გიორგი ჟორდანიას (1888-1956) ღვაწლი ქართული სამართლოს ისტორიის,
საკუთრივ, – ხალხური (ჩვეულებითი) სამართლის შესწავლის საქმეში.
საუბარია გ. ჟორდანიას მიერ საქართველოს რეგიონებში, საკუთრივ, ქართლის სოფლებში
საველე გზით მოპოვებულ მდიდარ ეთნოგრაფიულ მასალაზე და მეცნიერულ მემკვიდრეობაზე,
რომელიც ჯერ კიდევ ელის სამართლის ისტორიით დაინტერესებულ მკვლევართა სათანადო ყურადღებას.
აღნიშნული მასალა, რომელიც გ. ჟორდანიას ერთის მხრივ, ბუნებისმეტყველების, ანთროპოლოგიისა
და ეთნოგრაფიის მოყვარულთა საიმპერატორო საზოგადოებისა და მეორეს მხრივ,
მისივე აქტიური მონაწილეობით, მოსკოვის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა მიერ დაარსებულ
ილია ჭავჭავაძის სახელობის `ქართული კულტურის მოყვარულთა წრის~ ეგიდით განუხორციელებია,
მნიშვნელოვანწილად სწორედ ქართული ჩვეულებითი (ხალხური) სამართლის საკითხებს
ეძღვნება.
ამ ეთნოგრაფიულ-შემკრებლობითი საქმიანობის შედეგად შექმნილი გ. ჟორდანიას გამოკვლევები,
საჯარო ლექციები თუ მოხსენებები, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს
სახელმწიფო საისტორიო არქივშია დაუნჯებული, ქართველოლოგიური მეცნიერებისა და შედარებითი
სამართლის უმნიშვნელოვანეს პირველწყაროს წარმოადგენს და კვლავაც მნიშვნელოვან სამსახურს
გაუწევს სამართლის ისტორიის მკვლევართ.
ამ თვალსაზრისით არანაკლებ საინტერესოა გიორგი ჟორდანიას ხელმძღანელობით 1912
წელს თბილისში დაარსებული `ქართული კულტურის მოყვარულთა საზოგადოების~ საქმიანობა,
რომელმაც არაერთი უნიკალური გამოკვლევა შემატა ქართული სამართლის ისტორიის საგანძურს,
მათ შორისაა გ. ორდანიას თემატური გამოკვლევები: `ქორწინება სამგერელოში~; `სისხლის აღება
და გასამართლება სვანეთში~, `ხალხი და მისი ადათ-ჩვეულებანი~; პ. კიზირიას _ `ზოგიერთი
ადათ-ჩვეულებანი ქიზიყ-კახეთში~, (მომხსენებელი ნიკო ნათაძე); `სისხლის სამართლის კანონმდებლობა
საქართველოში~ მეფე ვახტანგ VI კანონთა კრებულის მიხედვით~ და ა.შ.
ნიშანდობლივია, რომ `საზოგადოების~ საწესდებო მიზნებს არა მხოლოდ ცალკეული დარგის,
არამედ, ქართული კულტურის ყოველმხრივი შესწავლა (`სახელდობრ: ენა, მწერლობა, საზოგადოებრივობა,
სამართალი, ეთნოგრაფია~) და რუსეთის საზოგადოებისათვის მისი გაცნობაც 

წარმოადგენდა, რაც გარკვეულწილად, სცილდებოდა ვიწრო სამეცნიერო ფარგლებს და ჩვენი
ქვეყნის უმდიდრესი კულტურული წარსულის ერთგვარ პოპულარიზაციასაც უწყობდა ხელს.
ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის მსგავს მოამაგეთა დამსახურება იმაშიც მდომარეობს,
რომ მათი რუდუნების შედეგად დროთა დინებაში სამუდამო დავიწყებას და გაქრობას
გადარჩენილ უნიკალურ ხალხურ-სამართლებრივ ინსტიტუტებს, ფასდაუდებელი სამსახურის გაწევა
შეუძლია არა მხოლოდ საქართველოს ისტორიისათვის, არამედ, მსოფლიო ქვეყნების სამართლებრივი
სისტემების შედარებით-სამართლებრივი კვლევის პირველწყაროთა შორის ქართული
სამართლის როლის ღირსეულად წარმოჩენასა და მსოფლიო სამეცნიერო მიმოქცევაში მისი ადგილის
დამკვიდრებაშიც.


Full Text:

PDF

Refbacks

  • There are currently no refbacks.


Copyright (c) 2019 Davit Jalabadze

Creative Commons License
This work is licensed under a Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 International License.

© 2019. All Rights Reserved / ყველა უფლება დაცულია.