The legal status of women in matrimony, family and legal relations according to the Georgian Secular and Customary Law / ქალთა სამართლებრივი მდგომარეობა საქორწინო-საოჯახო სამართლებრივ ურთიერთობებში ქართული საერო და ჩვეულებითი სამართლის მიხედვით

Manana Kopaliani

Abstract


The arti cle presents the legal status of women in Georgia. It is known that in Georgian family the man had ruling, privileged positi on compared to woman. His words had the force of law and each family member unconditi onally obeyed any his decision. According to both Georgian and customary law a woman should be humble, obedient to her husband and complaisant. A woman should incur her obligati ons to her husband not only during her lifeti me but aft er his death. Namely, she was not allowed to marry for a second ti me if she had children. As well she was not allowed to marry in the same village or to the same surname which his husband belonged to.
Nevertheless we do not forget the genius words of Shota Rustaveli: “King’s children, male or female, are equal“, however the equality of men and women of high society was recognized by this quotati on.
According to both Georgian and customary law in matrimonial relati ons a man and a woman were not equal, contrary - everything that was unforgivable for women was considered acceptable for men. The Georgian feudal law considered only the wife’s illegal sexual intercourse as off ence and the husband’s same act was not persecuted by the criminal law. The prominent Georgian scienti st Ivane Javakhishvili noted that it seems that the Georgian secular law treated the woman as an off ender of morals and manners much more vigorously. If a man had a lover, “concubine” it seems not to be considered so great crime as a wife’s betray. Secular and nati onal law granted quite great rights to a husband in respect of a wife having committ ed such acti ons that was expressed in using of severe muti lati ng and obeying punishment (“divorce”, “crippling - nose or ear cutti ng off ”, “carving”, “setti ng on donkey”, “tying on the shame poster”, etc.).
Thus the secular law and the moral regulates treat the husband’s illegal sexual intercourse more leniently than the wife’s one. Although a man should have only one wife in pursuance of a law. However it should be noted, rarely, but bigamy should have taken place according to the Georgian customs. In case if a husband did not have child from his wife or a wife bore only daughters the husband was allowed to take to second wife by the permission of his wife and parents. But the man was required to take care of and protect his fi rst wife. Neither law nor custom permitt ed him in any way to abandon or plant her.
Thus, in general the role of women is likewise in matrimonial legal relati ons.

აღნიშნულ სტატიაში საუბარია ქალის სამართლებრივ მდგომარეობაზე საქართველოში. ცნობილია, რომ ქართულ ოჯახში მამაკაცს გაბატონებული, პრივილეგირებული მდგომარეობა ეკავა ქალთან შედარებით. კაცის სიტყვას კანონის ძალა ჰქონდა და მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ოჯახის თითოეული წევრი უპირობოდ ემორჩილებოდა. როგორც ქართულ, ისე ჩვეულებით სამართალში ქალი თავმდაბალი, ქმრის მორჩილი და დამყოლი უნდა ყოფილიყო. ქმრის წინაშე ვალდებულებანი ქალს არა მხოლოდ მის სიცოცხლეში, არამედ მისი გარდაცვალების შემდეგაც უნდა ეტვირთა. კერ-ძოდ, მას ეკრძალებოდა მეორედ გათხოვება, თუ შვილები ჰყავდა. ასევე, იმ სოფელში ან გვარში გათხოვება, რომელსაც მისი მეუღლე ეკუთვნოდა.
მიუხედავად ამისა, ვერ დავივიწყებთ შოთა რუსთაველის გენიალურ სიტყვებს: "ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს, თუნდა ხვადია", თუმცა ამ ციტატით მაღალი წრის ქალისა და მამაკაცის თანასწორობა იყო აღიარებული.
როგორც ქართული სამართლის მიხედვით, ისე ჩვეულებათა თანახმად საქორწინო-საოჯახო ურთიერთობებში ქალი და მამაკაცი არა თუ თანასწორნი იყვნენ, პირიქით ის, რაც უპატიებელი იყო ქალისათვის, აბსოლუტურად დასაშვებად ითვლებოდა მამაკაცისათვის. ქართული ფეოდალური კანონმდებლობა დანაშაულად მხოლოდ ცოლის მიერ ქმრის ღალატს თვლიდა, ხოლო ქმრის 
ასეთივე მოქმედება სისხლის სამართლის წესით არ იდევნებოდა. გამოჩენილი ქართველი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ, როგორც ჩანს, ქართული საერო სამართალი, ხალხის ზნე-ჩვეულება დამნაშავეს, მეტადრე ქალს, გაცილებით უფრო ულმობლად ეკიდებოდა. კაცს რომ საყვარელი, “ხარჭი“ ჰყოლოდა, ეტყობა ისე დიდ დანაშაულობად არ ითვლებოდა, როგორც ცოლის ღალატიო. საერო და ხალხური სამართალი ასეთი ქმედების ჩამდენი ცოლის მიმართ ქმარს საკმაოდ დიდ უფლებებს ანიჭებდა, რაც სასტიკი დამასახიჩრებელ-გამაწბილებელი სასჯელების („გაყრა“,“გახეიბრება-გაჯუღურება“, “კვეთილში ჩასმა“,“ვირზე შესმა“, სამარცხვინო ბოძზე გაკვრა“ და ა.შ.) გამოყენებაში გამოიხატებოდა.

ამგვარად, საერო სამართალი და ზნეჩვეულება ქმრის ღალატს უფრო ლმობიერად ეპყრობოდა, ვიდრე ცოლისას. მართალია, ქართული საერო და ჩვეულებითი სამართლის ძალით,კაცს მარტო ერთი ცოლი უნდა ჰყოლოდა. თუმცა-ღა, აღსანიშნავია, იშვიათად, მაგრამ მაინც ორცოლიანობას ადგილი უნდა ჰქონოდა ქართულ ჩვეულებათა თანახმად. იმ შემთხვევაში თუ ქმარს პირველი ცოლისგან შვილი არ ეყოლებოდა, ანდა ცოლი მარტო ქალიშვილებს გაუჩენდა, მაშინ ქმარს ცოლისა და მისი მშობლების ნებართვით ნება ეძლეოდა მეორე ცოლის შერთვისა. მაგრამ მამაკაცი ვალდებული იყო ეზრუნა პირველ ცოლზე, მოეარა და ეპატრონა მისთვის. არანაირად არც სჯული, არც ჩვეულება არ აძლევდა მას მისი უბრალოდ მიტოვების,დაგდების უფლებას.

ამრიგად,ზოგადად ასე წარმოგვიდგება ქალის როლი და მისი სამართლებრივი მდგომარეობა ქართულ საქორწინო-საოჯახო სამართლებრივ ურთიერთობებში.


Full Text:

PDF

Refbacks

  • There are currently no refbacks.


Copyright (c) 2019 Manana Kopaliani

Creative Commons License
This work is licensed under a Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 International License.

© 2019. All Rights Reserved / ყველა უფლება დაცულია.